- Advertisement -

ვახტანგ ბერიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

თათბირზე აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საზაფხულო იალაღებთან მისასვლელი გზების თოვლის წმენდის პროცესი, რათა მოსახლეობამ დროულად და უსაფრთხოდ შეძლოს იალაღებზე გადასვლა.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლებში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საზაფხულო იალაღების ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის საკითხები.

სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და მოადგილე ასლან შაინიძე ესწრებოდნენ.

Comments
Loading...