- Advertisement -

ვახტანგ ბერიძე მთა ზორტიყელში მოიალაღეებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს წევრ ალექსანდრე პაიჭაძესთან ერთად მთა ზორტიყელში მოიალაღეებს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმიაცია მიაწოდა

ამდროისთვის მთაში მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. ადგილობრივების საჭიროებიდან გამომდინარე უახლოეს დღეებში მოხდება შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, აჭარის ა.რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი გზის ბეტონირება. მიმდინარე წელს, დაგეგმილია არსებული ბეტონის გზის გაგრძელება 3 კილომეტრით.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება უზრუნველყო, რომელიც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მთა ზორტიყელის განვითარებას და დამატებით სარგებელს მოუტანს აქაურ მაცხოვრებლებს.

Comments
Loading...