- Advertisement -

ველისციხესა და ვაჩნაძიანში მოსახლეობისთვის უფასო სამედაცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველოს წითელი ჯვრის" თანამშრომლობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხესა და ვაჩნაძიანში მოსახლეობისთვის უფასო სამედაცინო გამოკვლევები ჩატარდა.

პაციენტებს შემდეგი სახის გამოკვლები ჩაუტარდათ: მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზი (სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა).

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზაცია "საქართველოს წითელ ჯვრის" თანამშრომლობით უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება მუნიციპლაიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.

Comments
Loading...