- Advertisement -

ველისციხეში თეატრის, მოედნისა და 55-მდე სახლის რეაბილიტაცია განხორციელდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.სამუშაოები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, ველისციხის თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოიცავს.

ველისციხე არის უძველესი ისტორიული სოფელი, მოდის მე-5 საუკუნიდან .სოფელში არის მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობები, საცხოვრებელ სახლებს ვგულისხმობ,რაც არის საამაყო მთელი მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ეს პროცესი დროში გაიწელოს, ვინაიდან ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მოხდება არამხოლოდ ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია,არამედ ფასადების. რაებილიტაცია ჩაუტარდება გურჯაანის თეატრსაც.ჯამში ჩვენ მივიღებთ დიდ ისტორიულ სოფელს, რომელიც უამრავი ვიზიტორისთვის იქცევა მიზიდულობის წერტილად”,- განუცხადა “აიპრესს” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა,არჩილ ხანდამაშვილმა.

მერის ინფორმაციით,ჯერჯერობით უცნობია რა თანხა დაიხარჯება ველისციხის რეაბილიტაციაზე.

Comments
Loading...