- Advertisement -

ველისციხე-ჭერემი-კაკაბეთის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდან ჭერემის გავლით სოფელ კაკაბეთამდე გზის რეაბილიტაციასა და ჭერმისხევზე ორი ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება. ტენდერი მშენებლობის პროექტირებაზე უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 515 266 ლარია გათვალისწინებული.

“იდეა და ძალისხმევა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. საუბარია კაკაბეთი-ჭერემი-ველისციხის მაგისტრალზე. ასევე დაგეგმილია ჭერმისხევზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც. ხიდი სოფლის მოსახლეობისთვის საშვილიშვილო პრობლემას წარმოადგენს. ამ გზის მშენებლობით არამარტო სოფელ ჭერემს მოეხსნება ტრანსპორტირების პრობლემა, არამედ საქალაქთაშორისო მნიშვნელობის გზა იქნება. თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით ამ მაგისტრალის გავლით 25კმ-ს მაინც მოიგებს მძღოლი. პროექტირებას დრო დასჭირდება, ეს გზა ულამაზეს ხეობაში გადის, რელიეფი რთულია და ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. სავარაუდოდ, ამ წელსვე დაიწყება განხორციელება. გარდამავალი პროექტი იქნება და ამიტომ სამუშაოები მიმდინარე წელსვე ვერ დასრულდება,”- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის განხორციელება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გასულ თვეს დააანონსა.

Comments
Loading...