- Advertisement -

ველისციხის ინციდენტის მონაწილე, “ნაცმოძარობის” მხარდამჭერის ცემაში ბრალდებული, პირი დააკავეს

სამართალდამცავები თენგიზ ჯანიაშვილს, 16 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრის ცემას ედავებიან.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისათვის, ჯანიაშვილის მსგავსად პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე დღეში სოფელ ველიცისციხეში მცხოვრები გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილიც დააკავა. ორივე მათგანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

Comments
Loading...