- Advertisement -

“ველმონდი”: მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ რა გავაკეთეთ, ასევე დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ

სასტუმრო ველმონდის გენერალური დირექტორის ალპერ პინარის ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასტუმრომ შეასრულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი, ნაწილი ხარვეზების გამოსწორება კი მიმდინარეობს. 

"ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან. მინდა გითხრათ, რომ სამსახურმა ძალიან კარგად, იცის რომ 43-დან 30 რეკომენდაცია შევასრულეთ და მზად ვართ, დანარჩენი ხარვეზებიც გამოვასწოროთ, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის პიკზე ამგვარი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა მარგო სასტუმროს, არამედ მთელი დაქართველოს იმიჯზეც. მოლაპარაკების შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს, მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთულები ვართ, მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომ გაითვალისწინოს ეს გარემოება.

უსაფრთხოების წესებს რომ ვიცავთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა ტურისტული სააგენტო, ვინც ჩვენთან თანანამშრომლობს, დეტალურად გაეცნო აქ არსებულ სიტუაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებს არ გამოაგზავნიან. ჩვენ მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ სად რა გავაკეთეთ და ვამბობ, რომ დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ", – განაცხადა ალპერ პინარიმ. 

Comments
Loading...