- Advertisement -

ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული 5 მესაზღვრიდან 4 თელავის კლინიკებში რჩება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული 5 მესაზღვრიდან ოთხი ამ დრომდე თელავის კლინიკებში რჩება.

მათ შორის ის დაშავებულიც, რომელსაც ღვიძლის დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა ორი პქციენტი დღესაც გაწერონ.

გუშინ საღამოს პაცინტი,რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და გეგმიურ ოპერაციას საჭირეობდა, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ყამბარაშვილის სახელობის კლინიკიდან რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის საადმყოფოში გადაიყვანეს.
რა გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების მიზეზი,ამ ეტაპზე ოფიციალური ვერსია არ ვრცელდება.
სასაზღვრო პოლციიაში ტექნიკურ გაუმართაობას და რაიმე სახის დივერსიას გამორიცხავენ.მომხდარზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
შემთხვევის ადგილზე დღეს დილიდან განაახლესბო მუშაობა საგამოძიებო ჯგუფებმა.

Comments
Loading...