- Advertisement -

“ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ” – სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე კობა ქანთარიას კანდიდატურაც განიხილება

გავრცელდა ინფორმაციას, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე კობა ქანთარიას კანდიდატურა განიხილება. აღნიშნულის შესახებ "აიპრესი" კობა ქანთარიას პირადად დაუკავშირდა, თუმცა მან ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. 

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი კანდიდატურა განიხილება გუბერნატორის პოსტზე, ადასტურებთ თუ არა?

არა, არ ვიცი, სინამდვილეში ნამდვილად არ ვიცი. უამრავი კანდიდატია, ვერც დაგიდასტურებთ ვერც უარვყოფ.

-შემოთავაზებაც არ ყოფილა?

არა, პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია, უშუალოდ მისი დისკრეციაა.

ცნობისთვის, კობა ქანთარია ამჟამად გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლია, ის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ქანთარია აღნიშნულ პოსტზე 2014 წლიდან მუშაობს,

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური 26 ივლისს, მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ მინისტრმა 5 რეგიონის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Comments
Loading...