- Advertisement -

ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია მზარდ და წარმატებულ ტურიზმზე რეგიონში, მნიშვნელოვანია მომსახურება ტურისტულ ობიექტებში იყოს გამართული. „დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი სერვისების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, შენდება ვიზიტორთა ცენტრი. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ისე რეგიონში განხორციელებული და მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის“.

რეგიონის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბოტანიკურ ბაღს 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზე გათვლილი ორდონიანი ავტოსადგომი ექნება. პროექტები ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. ბაღის ჩაქვის შესასვლელთან ავტოსადგომის პირველი დონე უკვე დასრულდა. დაიწყო პარკინგის მეორე დონის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

Comments
Loading...