ვშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გამწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია ახმეტის მუნიციპალიტეტიტოპ სიახლე დამატების თარიღი 14 მაისი, 2020 12 ზვავი ხელახლა ჩამოწვა იმას ადგილას, სადაც 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა,შედეგად მთლიანად ჩაიხერგა საავტომობილო მაგისტრალი. “გზის გაწმენდამდე გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს და ამის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები. 35- კილომეტრიანი მონაკვეთი ქვა-ღორღისგან და მეწყერისგან გასუფთავდა, თუმცა კიდევ მიმდინარეობს მეწყრულ-ღვაცოფული ადგილების დამუშავება. სავარაუდოდ, 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, “- განაცხადა ახმეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილმა. ცნობისათვის, დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი. ახმეტაგზა