- Advertisement -

ზაფხულის პირველ ნახევარში კურორტ ბეშუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

კურორტი ბეშუმი რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე დებარეობს, მდიდარია წიწვოვანი ტყეებით, კურორტი რომელიც არამხოლოდ დასვენებისთვის და განტვირთვისთვისაა კარგი საშუალება არამედ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს, ბეშუმში ოფიციალურად სეზონი ზაფხულის პირველ ნახევარში გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე სეზონი ოპიციალურად ჯერ არგახსნილა რამდენიმე დასვენებელი უკვე ავიდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი „აიპრესთან“ საუნრისას აცხადებს, დამსვენებელს ბევრი სიახლე დახვდება, თუმცა წელს განსაკუთრებულ ყურადღეას ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უთმობენ, მოეწყობა 2 სპორტული მოედანიც, ერთით რეაბილიტაციაა დაგეგმილი ხოლო მეორეს მშენებლობა. ხულოს მერის გოჩა მელაძის განცხადებით დამსვენებელს ადგილობრივი ფოლკლორის მიერ შესრულებულ სხვადასხვა ღონისძებების ნახვაც შეეძლებათ. 

„რაც შეეხება სიახლებთან დაკვშირებით ამ ეტაპზე ძირითადად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ეს არის მეფუტკრის სახლი, საბავშვო კუთხე, წელს დაგეგმილი გვაქვას სხვადასხვა სამუშაოები, ბეშუმში უნდა მოეწყოს ფიზიკური პირებისთვის ბილიკები, დაგეგმილია 2 სპორტული მოედნის მშენებლობა, ერთი უშუალოდ კურორტის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია მოხდება, მეორე უკვე აშენდება აბსოლიტურად ახალი მოედანი. მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადად აქტიური სამუშაო პროცესია, ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გადატანილი და ვეცდებით, რომ ზაფხულის განმავლობაში დმსვენებელს გავუმართოთ სხვადასხვა ადგილიბრივი ფოლკლორული ჯგუფების დახმარებით გავუმართოთ ღონისძიებები, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი კუთხის პოპულარიზაციას, უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ აჭარა", – განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩ მელაძემ. 

Comments
Loading...