- Advertisement -

ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო "გრანდ გლორია"-ს ტექსნიკურ დათვალიერებას დაესწრო. ბათუმის ბულვარში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ივნისში გაიხსნება. დასრულების ეტპაზე მყოფი სასტუმროს შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შპს ,,გლორიას“ გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა. ტექნიკურ დათვალიერებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენ. კონსული პარვიზ ისმაილზადა ესწრებოდნენ.

„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნორმით. სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰყონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

"გრანდ გლორია"-ს სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპა ცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს მშენებლობის დროს 200 ადამიანი იყო დასაქმებული. ამჟამად სასტუმროში 100 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში, მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, 27-მდე განთავსების ობიექტი შეემატება, რაც დამატებით დაახლოებით 5800-მდე საწოლ ადგილს შექმნის რეგიონში.

Comments
Loading...