- Advertisement -

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძე ერთად, დაათვალიერა.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Comments
Loading...