ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწერილ ჯარიმებს ლაგოდეხში, სოფელ განჯალაში აპროტესტებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 აგვისტო, 2018 115 საპროტესო აქცია გაიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში. ადგილობრივების ინფორმაციით, ხე- ტყის მოპოვების დროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა სამი პირი უსამართლოდ დააჯარიმა, მანქანები ჩამოართვა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გადახდის და სასამართლოს მიერ ორ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილების მიუხედავად , მათ ავტომობილებს ერთი წელია არ აძლევენ. მოსახლეობა ითხოვს, ჩამორთმეული სატვირთო მანქანების დროულ გადაცემას, რადგან მათი განმარტებით, სოფელში ხე- ტყის მოპოვება შემოსავლის ერთ- ერთი ძირითადი წყაროა. მოსახლეობას შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი,იორგი ბოტკოველმა.მან ადგილობრივებს მხარსაჭერა გამოუცხადა.