- Advertisement -

ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა. შემთხვევა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში მოხდა,სადაც მამაკაცი სატვირთო მანქანით შეშის დასამზადებლად იმყოფებოდა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის კახეთის სამმართველოს მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი ზემო ხოდაშენის მკვიდრია

"ეგ ბიჭი შეშას ამზადებდა და ყიდდა,ეხლა გავიგე ხე დასცემია, სადაც ეგ მოხდა, იქამდე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანა თუ მივა", – განაცხადეს სოფელში.
ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აღენიშნება დაშავებულს. მას სავარაუდოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ

Comments
Loading...