ზესტაფონის მერიამ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზესტაფონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მაისი, 2022 7 9 მაისის აღნიშვნა, მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალების პატივგებოთ დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინები ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტებთან მიიტანეს. ყვავილებით შეამკეს ასევე, ომის მონაწილეთა საფლავები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიდან, მუნიციპალიტეტში დღეს 3 ვეტერანია დარჩენილი. მერიამ მათ ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარი გადასცა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს: გაიოზ გელაშვილს, შალვა წულუკიძეს და ალექსანდრე ბუსკივაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, ფულადი ჯილდო და საჩუქრები, მერის მოადგილემ, მალხაზ შერგელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს.