ზესტაფონის მერიის სააღდგომო ნობათი მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს! ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზესტაფონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 აპრილი, 2022 5 აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიამ 250 – მდე სასაჩუქრე ნაკრები მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს დაურიგა. სადღესასწაულო ნობათის დარიგებაში ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. “აღდგომის მოახლოებული დღესასწაული მივულოცეთ და საჩუქრები გადავეცით იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენი გვერდით დგომა და მზრუნველობა სჭირდებათ. იმედია ჩვენი მოკრძალებული საჩუქრებით, მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას შევძლებთ”, – ვასილ გველესიანი