- Advertisement -

ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა მოქალაქეებთან ერთად, კამპანია – “ამხილე მახათაძე” დაიწყო

ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ მოქალაქეებთან ერთად, ზესტაფონში კამპანია-"ამხილე მახათაძე" დაიწყო.

გოგლიჩიძემ დღეს, ჭანტურიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრა. მისი თქმით, აღნიშნულ პლაკატებზე ნაჩვენებია, მერის მიერ ბიუჯეტის ფულით შექმნილი კომფორტი. მისივე თქმით, კახაბერ მახათაძე გეგმავს, რომ სილიკომანგანუმის ნარჩენების მოპოვების მიზნით, ჭანტურიას ქუჩა გადათხაროს და პროცესი ქუჩის რეაბილიტაციის სახელით აწარმოოს. მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მერს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცენ.

"ეს ადამიანი რაც მოვიდა ზესტაფონში, პირად კომფორტზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია. მოიწყო საკუთარი კაბინეტი, სადაც 4000 ლარზე მეტი ღირებულების მაგიდა შეიძინა. ახალ ტენდერია გამოცხადებული 4 100 ლარის ღირებულების კარადის ყიდვაზე. მფარველობს მის გარემოცვას, რომლებიც ქერქულ ნარჩენებს მოიპოვებენ. ახლა აპირებს ჭანტურიას ქუჩის გადათხრას. ზესტაფონში ისედაც რთული მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურებისა და ონკოლოგიური დაავადებების კუთხით და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გააქტიურდნენ და ნუ შემოუშვებენ სახლებში კახაბერ მახათაძეს სიმსივნის სახით," – ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცილისწამებისათვის რეაგირებას მოახდენენ.

Comments
Loading...