- Advertisement -

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგაზო ინფრასტრუქტურული პროექტები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, საგაზო ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.

გზების რეაბილიტაცია ხორციელდება ისეთ დასახლებებში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა ბეტონის საფარი, ზოგ სოფელში კი 35 წლის შემდეგ, პირველად მოეწყო ბეტონის გზა.
მიმდინარე პროექტები, მეორე სვირსა და ჭალატყეში ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა.
სოფელ ჭალატყეში, სადაც სასოფლო გზით ყოველდღიურად, დაახლოებით 350 – ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, გზის 1300 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გზის ზედაპირი, ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტი რგფ – ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 325 659 ლარია.
მეორე სვირში, ცხადაძე – მერკვილაძების საუბნო გზის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 383 513 ლარია გამოყოფილი. პროექტს რგფ აფინანსებს.
„სოფლებში, მოსახლეობისთვის ყველა საჭირო სერვისის ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული. რეაბილიტირებული გზა, ადგილობრივებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მისცემს შესაძლებლობას დაუკავშირდენ ქალაქის ცენტრს და მიმდებარე დასახლებებს. ასევე ეს არის იმის წინა პირობა რომ , ყველა დასახლებაში, ადგილობრივებისთვის სხვა სერვისების განვითარებაზეც ვიზრუნოთ“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

Comments
Loading...