- Advertisement -

ზესტაფონის “პატრიოტთა ალიანსი”: მერს სურს ქუჩის გადათხრის დროს სილიკომანგანუმი მოიპოვოს

ზესტაფონის საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" ჭანტურიას ქუჩაზე ბრიფინგი გამართა.

გიგა გაბრიჭიძის თქმით, უახლოეს პერიოდში ქალაქის მერია აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს, რეალურად ქალაქის მერის სურვილია, ქუჩის გადათხრის დროს კი საკუთარი კეთილდღეობისვის სილიკომანგანუმი მოიპოვოს.

მისივე განმარტებით, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ სილიკომანგანუმის მოპოვებით მიღებული თანხები ქალაქს და მოსახლეობას უნდა მოახმაროს, თუმცა მერის ინტერესებში ეს არ შედის.

ბრალდებებს პასუხობენ ზესტაფონის მერიაში, ადმიანისტრაციის სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის განცხადებით, გაბრიჭიძის ბრალდებები ცილისწამებაა და აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული.

Comments
Loading...