- Advertisement -

ზესტაფონში ახალი მოწვევის საკრებულოში, ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ 18 პირზე პრემია გაიცა

ამის შესახებ ინფორმაციაედიას პატრიოტთა ალიანსის საკრებულოს დეპუტატმა, გიგა გაბრიჭიძემ განუცხადა.

გაბრიჭიძის თქმით, ბრძანება 21 დეკემბერს დაიწერა, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერს.

"პრემია ძირითადად საკრებულოს თანამდებობის პირებზე და კომისიის თავმჯდომარეებზე გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ გამოიწერა 2650 ლარის ოდენობით. პრემია გაცემულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე,კომისიის თავმჯდომარეებზე და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებზე"- აცხადებს გაბრიჭიძე.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადენელი პრემიერს მიმართავს, რომ აღნიშნული პრემია დანამატების გაცემა შეაჩეროს.

ზესტაონის საკრებულოს თავმჯდომატის მოადგილე განმარტავს, რომ პრემიებს ქველმოქმედების მიზნით გამოიყენებენ.

"პრემიები ჩვენ არ გამოგვიწერია, დაგვხდა წინა საკრებულოდან, გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში წელიწადში ორჯერ. ეს ბიუჯეტში არის ასახული. ჩაფიქრებული გვაქვს საქველმოქმედოდ გამოვიყენოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ საყვარელიძემ.

Comments
Loading...