- Advertisement -

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაურია ზესტაფონის მერიასთან. მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები აცხადევენ, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა დატოვოს.

კერძოდ, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ზესტაფონში შეჩერებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს არ აქვს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და არამიზნობრივად ხდება ბიუჯეტის თანხების ხარჯვა.

აქციის მონაწილეებთან რამდენიმე წუთის წინ ზესტაფონის მრრი კახაბერ მახათაძე ჩვიდა რასაც ხმური მოჰყვა.

"წადი, გადაშენდი",- მსგავსი შეძახილებით შეხვდნენ მერს მოქალაქეები.

Comments
Loading...