- Advertisement -

ზესტაფონში, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი მერს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს

ზესტაფონში, საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" გიგა გაბრიჭიძემ ბრიფინგი გამართა. გაბრიჭიძის თქმით, ზესტაფონის მერი ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისვის 36 496 ლარი დახარჯა, რაც გამოიხატება იმაში რომ საკუთრი კაბინეტისთვის ახალი მაგიდა შეუკვერთა, მოაწყო კანცელარია, საკუთარ რესტორანში კი რიცხავს ბიუჯეტიდან თანხას, როცა მერიას სხვადასხვა ღონისძიებები აქვს.

გაბრიჭიძის თქმით, ამ ფონზე ზესტაფონში მაცხოვრებლებს, ქალაქი მერმა მატერიალური და სოციალური დახმარებები მოუხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზესტაფონის მერიაში ამბობენ რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვინაიდან მერიის შენობაში, მოქალაქეების კომფორტისთვის გაწეული სარემონტო სამუშაოები და შიდა სატელეფონო ქსელის მოწესრიგება ფუფუნებას არ წარმოადგენს.

Comments
Loading...