ზესტაფონში სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზესტაფონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 14 ივნისი, 2022 0 14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა! „იყავი სოლიდარული. შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად“ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები იღებდნენ. აქციას ზესტაფონის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძეც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებმაც სისხლის გაღებით საკუთარი წვლილი გაიღეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და, აგრეთვე, უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა.