- Advertisement -

ზესტაფონში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ოცნების” მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

"ქართული ოცნების" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წინ, ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს, კახაბერ მახათაძემ კი პასუსახად განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს. ამ დროისათვის სასამართლოში 22 საქმეა შესული. 4 საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა. მერიამ სამი სამსახურში აღადგინა, ერთს კი იამზე მარაქველიძეს დაბრუნებაზე უარი უთხრა. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 29 პირის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ შავგულიძე იცავს. გათავისუფლებულთა მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს უფლებადამცველიც.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ეხმაურებიან ზესტაფონის მერიაში, მათი განცხადრბით ბრალდებები უსაფუძვლოა და შტატების შემცირება მოხდა კანონის და რეორგანიზაციის ფარგლებში. ნაწილთან კი ხელშეკრულება ამოიწურა.

Comments
Loading...