- Advertisement -

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციებს პარლამენტის შენობასთან აანონსებენ

უშედეგოდ დასრულდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიასა და გარემოვაჭრეებს შორის შეხვედრა. გარემოვაჭრეები მერიის მიერ შემოთავაზებულ ფართებში შესაბამისი კონსტრუქციების მოწყობამდე ძველ ადგილებზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვდენ, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულს არ დათანხმდნენ. 

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ იმ შემთხვევაში თუ მათი მათხოვნები არ დაკმაყოფილდება ხვალ საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინ განაახლებენ საპროტესტო აქციებს.

მანამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოვაჭრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე დაესწრნენ, დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე შედგა.

გარემოვაჭრეების თქმით, მათ შეთანხმებას ვერც ამჯერად მიაღწიეს.

„ჩვენ ვთხოვეთ, რომ სანამ მარცხენა სანაპიროზე შესაბამისი კონსტრუქციები მოეწყობა, მოგვცენ ძველ ადგილზე მუშაობის გაგრძელების უფლება, რაზეც არ გვთანხმდებიან. არ დავმთობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – აღნიშნეს მათ.

თავის მხრივ, გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა, რომ დათმობას არ აპირებენ.

„ჩვენ მათ დავპირდით, რომ ათ დღეში კონსტრუქციები მოეწყობა და შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა, თუმცა არ გვთანხმებიან. ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება, ამ ადგილიდან დავიწყებთ და ავკრძალავთ ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა“, – თქვა შონიამ.

Comments
Loading...