- Advertisement -

ზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიის ნაწილი კვლავ დაიტბორა

ზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიის ნაწილი წყლით კვლავ დაიტბორა. მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გუშინ ანალოგიური პრობლემის შემდეგ მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულების თქმით, იყვნენ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა წვიმამ გადაიღო და წყალი გაიწრიტა.

მათი მტკიცებით, მერიის სამსახურებს წყალსაწრეტები არ ამოუწმენდიათ და არც ტერიტორიის დასუფთავებაში მიუღიათ მონაწილეობა.

Comments
Loading...