ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ხეს მოჭრიან ზუგდიდი დამატების თარიღი 10 თებერვალი, 2018 252 ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 17 ხეს მოიჭრიან, რომელთა ნაწილიც ასწლოვანია. როგორც ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, ხეები ავარიულ მდგომარეობაში და გახმობის სტადიაში. ამასთან, ზოგიერთი ხის ტოტები გადაბერებულია და არსებობს მათი ჩამოტყდომის საშიშროება. ასევე, ხეების ნაწილი დაავადებულია. შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით ბულვარში – 3 კედარის ხე, 2 კრიპტომერიას, 9 ძირი ტუას , 1 მუხის ,2 ჭადრის ხეს მოჭრიან. ხეების ნაწილი უკვე მოჭრილია.