ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა ipressზუგდიდი დამატების თარიღი 24 იანვარი, 2019 60 ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ქილორავას განცხადებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34 პაციენტმა მიმართა. რაც შეეხება ბოლო პერიოდის შემთხვებეს, ერთი თვის განმავლობაში ინფეციურ საავადმყოფოს 95 ადამიანმა მიმართა. ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას წითელას ვირუსზე 8 ადამიანი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “თითქმის ყოველდღიურად, ინფექციური საავადმყოფო საშუალოდ წითელას დიაგნოზით 8-10 პაციენტს ღებულობს. მათ არ აღენიშნებათ გართულებები. აქედან გამომდინარე სტაციონალურ მკურნალობას მათგან მხოლოდ გამონაკლისები გადიან. რაც შეეხება აცრებს, საავადმყოფო მომარაგებულია ვაქცინებით და შესაბამისად კეთდება აცრებიც”-აღნიშნავს საავადმყოფოს ექიმ ინფეციონისტი მარინა ქილორავა. ზუგდიდისამეგრელოწითელა