- Advertisement -

ზუგდიდის მერიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ზუგდიდის მერია მზად არის ამ დღის აღსანიშნავად, დაახლოებით, 11 000 ლარი გამოყოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 1 ივნისს, სხვადასხვა ღონისძიება უნდა გამართოს.

დოკუმენტაციის თანახმად, ბავშვთა დაცვის დღეს პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ. მათ ასევე ჯამბაზის, „მიკი“ და „მინი“ მაუსების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები გაართობენ. გარდა ამისა, ბავშვებს ზღაპრების წიგნებს აჩუქებენ და უფასო ნაყინით გაუმასპინძლდებიან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2500 ცალი ნაყინი უნდა დაარიგოს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შ.პ.ს. ,, პროდაქშენ ჰაუსმა" მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია გამოაცხადებს თუ არა მერია მას გამარჯვებულად.

Comments
Loading...