- Advertisement -

ზუგდიდის მერიამ წარჩინებულ სტუდენტს საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე წარჩინებულ სტუდენტს, მართა თოდუას, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.

მართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტია, რომელმაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს +-ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის სტიპენდია მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში ისწავლის.

ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიცპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

Comments
Loading...