- Advertisement -

ზუგდიდის მერია: დიდინეძი-კახათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2 505 200 ლარი დაჯდა

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა და პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.
მერიისვე ცნობით, დასრულდა დიდინეძი-კახათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. გზა წლები ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა. გზის რეაბილიტაციით სარგებელი დაახლოებით 1250-მა ბენეფიციარმა მიიღო. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5200 მეტრია, სიგანე 6 მეტრი. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოეწყო, გამოიცვალა ახალი ლითონის მილი. მოეწყო ეზოში შესასვლელი, 20 ეზოში შესასვლელზე გათვალისწინებულ იქნა რკ/ბეტონის გადახურვის ფილის და 2 ეზოში შესასვლელზე ლითონის ცხაურის მოწყობა. პროექტის ღირებულება კი 2 505 200 ლარია.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე 87 გზა რეაბილიტირდა, სარეაბილიტაციო გზის სიგრძემ 97 კილომეტრი შეადგინა. გზების რეაბილიტაციამ 37 502 000 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...