- Advertisement -

ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ჯგუფებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, სააღდგომოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს, სულ დაახლოებით 550-მდე ოჯახს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

სასაჩუქრე კალათები საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი კალათის ღირებულება 62 ლარია.

მერიამ სასაჩუქრე კალათები დღეს სოციალური საცხოვრისის 250 ბენეფიციარს გადასცა.

Comments
Loading...