- Advertisement -

ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების ღირებულებას დააფინანსებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები) ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს.

გიორგი შენგელიას თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა  იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფას. ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

შესაბამის ხელშეკრულებას, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.

Comments
Loading...