- Advertisement -

ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "აიპრესს" ინფორმაცია მერიასი დაუდასტურეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ესებუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას, მერიაში განაცხადეს, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.

Comments
Loading...