ზუგდიდის მერიის “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდი დამატების თარიღი 1 ოქტომბერი, 2018 87 ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ააიპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა. „ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, – აცხადებს ქარჩავა. მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ ააიპ-ში დირექტორ ზვიად ქარჩავას ჩათვლით 8 ადამიანი მუშაობს. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო. ბოტანიკურ ბაღიზუგდიდითანამშრომლებიმერია