- Advertisement -

ზუგდიდის მერის მოადგილე: N15-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება N15-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

„ჩვენ მოვახდინეთ მყისიერად რეაგირება, როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია, დაუკავშირდით მშობელს, შევხვდით და გავერკვიეთ სიტუაციაში. ასევე, შევხვდით N15 საბავშვო ბაღის გამგეს, ბაღის აღმზრდელებს და ცენტრის დირექტორს. საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. თითოეული ბავშვის ინტერესი იქნება დაცული და მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ზომებს მიიღებს“ – აღნიშნა მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ბაღის მოსწავლის მშობელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ბაღის გამგემ და პედაგოგებმა საახალწლო ზიმში არ ჩართე, მეტიც დარბაზშიც კი არ დაუშვეს. 

Comments
Loading...