- Advertisement -

ზუგდიდის მე-6 სკოლის მასწავლებლები დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას გამორიცხავენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გათავისუფლებას პოლიტიკური შეხედულებების გამო უარყოფენ.

სკოლის პედაგოგები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორს სკოლაში პოლიტიკის შესახებ არასდროს უსაუბრია და ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება.

მე-6 სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ინსპექტირებამ სკოლაში აღმოაჩინა დარღვევები, რომელიც სისუფთავეს და ანტისანიტარიას ეხება. მისივე თქმით აღნიშნული პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა და გათავისუფლების საფუძველი ეს არ უნდა გამხდარიყო.

სკოლის საპირფარეშოში სისუფთავის პრობლემას ადასტურებენ სკოლის მოსწავლეებიც და აცხადებენ, რომ როცა სკოლაში ინსპექტირება შემოვიდა, სწორედ იმ დღეს არ იყო წყალი.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იმ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერძაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები.

Comments
Loading...