- Advertisement -

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების სახურავის რეაბილიტაციას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსების სახურავის რეაბილიტაციას იწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ინგირში სტიქიის შედეგად დაზიანებულ 10 კორპუსის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 195 390 ლარია.

წლის ბოლომდე კიდევ 20 საცხოვრებელი კორპუსის სახურავების რეაბილიტაციაზე გამოცხადდება ტენდერი. სულ 30 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

Comments
Loading...