- Advertisement -

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს PIN- თან წარმატებული თანამშრომლობისთვის სერთიფიკატი გადაეცა

1 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ პროექტ „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” დასკვნითი კონფერენცია გამართა, რომლის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა.

კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოადგილე მაიზერ ნანავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიათან, საქართველოს პარლამენტის წევრ მერაბ ქვარაიასთან და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კონფერენციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტს PIN- თან წარმატებული თანამშრომლობისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

PIN-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი პირველად გასულ წელს განხორციელდა. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენდნენ, რომელთაც არა ქონდათთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგებინათ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა. პროექტისთვის შეძენილი იქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით. სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლით და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი.

პროექტს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც გააგრძელებს.

შეხვედრა ოფიციალურად „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვრონიკმა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელმა გახსნეს.

ღონისძიება განმახორციელებული პროექტების, პარტნიორების, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციების პრეზენტაციებს მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარის, პროექტის მაგალითზე შეეფასებინათ, გასაუბრებოდნენ ბენეფიციარებს და მათი პროექტების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდნენ.

ბენეფიციარებთან ერთად ღონისძიებას ევროკავშირის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები დაესწრნენ.

პროექტი ჩეხური ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდმ”-ის მიერ, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიზანია კავშირების გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, სოციალური ჩართულობის საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში.

Comments
Loading...