- Advertisement -

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და შვედეთის თვითმმართველი ქალაქების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობის საკითხი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრები მერიაში, სკოლებში, ბაღებსა და ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სიახლეების დანერგვაზე იმსჯელეს.

დელეგაციის შემადგენლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯიქია, მოადგილე ზამირა ღადუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მართის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია, ამავე ცენტრის თანამშრომლები, ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინელი ჭითანავა, მე-3 საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის დირექტორები და მერიის თანამშრომლები შედიოდნენ.

2015 წლის აპრილში ქალაქ მოლნდალის განათლების და ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, შვედეთის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს საგრანტო კონკურსზე წარედგინა პროექტი: „ქალაქ ზუგდიდისა და ქალქ მოლნდალის მუნიციპალური ურთიერთანამშრომლობა განათლების საკითხზე“.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია ICLD ( საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიის განვითრებისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Comments
Loading...