ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წარჩინებული სტუდენტები დააფინანსა ზუგდიდი დამატების თარიღი 28 ივლისი, 2018 165 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების„განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის“ პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი, N9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. კომისიამ, ზუგდიდის კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები კონსტანტინე ჯალაღონიას, როგორც წარმატებულ ზუგდიდელ ახალგაზრდას, დაუფინანსა ამერიკისშეერთებულ შტატებში მგზავრობის თანხის ნაწილი. კონსტანტინე ჯალაღონია 2018 წლის მარტში ჩაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაფაეტის კოლეჯში ეკონომიკისგანხრით. ასევე კომისიამ კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ მარიამ ქობალიას, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიმგზავრობის საფასური დაუფინანსა . მარიამმა პოლონეთის სახელმწიფო სასტიპენიო პროგრამაში ,,ახალგაზრდა მეცნიერი“ გაიმარჯვა. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტროსწავლებაზე დაფუძნებულ კვლევას და სწავლას პოლონეთის ადამ მისკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ორივე წარჩინებულ სტუდენტს წარმატებებს უსურვებს.