ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სტიპენდია კიდევ ერთ სტუდენტს დაენიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 სექტემბერი, 2017 423 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას სტიპენდია, კიდევ ერთ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, სტიპენდიანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები გიორგი ქანთარია გახდა. გიორგი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში, არის 2 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გიორგი ქანთარიას გამგებლის სტიპენდია 300 ლარის ოდენობით დაენიშნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის სტიპენდია 2017 წელს დაწესდა და მისი მიზანი ახალგაზრდების წახალისებაა. სტიპენდიანტი უკვე გახდა 4 წარჩინებული სტუდენტი.