ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღის აღსაზრდელები, საჩუქრებს 27-29 დეკემბერს მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 დეკემბერი, 2017 687 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები, საახალწლო საჩუქრებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან 27, 28, 29 დეკემბერს მიიღებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ყველა საბავშო ბაღში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, დასკვნითი ღონისძიება კი დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 დეკემბერს ჩატარდება. სკოლამდელი დაწედებულების აღსაზრდელებს საჩუქრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე გადასცემენ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელები საჩურების გარეშე დარჩებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, შეიქმანა ახალი მუნიციპალიტეტი, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ვადების გადაწევა.