ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 550 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს ზუგდიდი დამატების თარიღი 29 დეკემბერი, 2017 386 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, წელს ტრადიციისამებრ 550 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს – ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები, დედ–მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, ომის მონაწილე ვეტერანებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ. საახალწლო საჩუქრების დარიგება უკვე დაწყებულია. სასაჩუქრე კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.