ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოდოში 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა საპროტესტო აქციას მართავს ზუგდიდი დამატების თარიღი 30 ნოემბერი, 2017 361 ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოდოში 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა საპროტესტო აქციას მართავს .დედის მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ექიმიბრონელმაც არასწორი დიაგნოზი დასვა . ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გამართეს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათი ცნობით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბინაზე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ დამძიმდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ცირგაია რეფერირებისას გარდაიცვალა.