- Advertisement -

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება, გადადეს

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ესწრება, გადადეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ ეს გადაწყვეტილება ხმაურის გამო მიიღო.

ზოდელავა ორი საკითხის – სოფელ რუხში სიმინდის ყანების შემოღობვას და განმუხურში გაზიფიცირების – ითხოვდა. მას ფაცაციამ უთხრა, რომ ამ თემებზე დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვის მერე ესაუბრათ, თუმცა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საკითხის დაუყონებლივ განხილვას ითხოვდა.

ბოლოს, თამაზ ფაცაციამ სხდომა 17:00 სათამდე გადადო.

Comments
Loading...