- Advertisement -

ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან

მეოთხე დღეა გაფიცული არიან ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები. ამ წუთებში ისინი სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ არიან შეკრებილები.

მთავარ მოთხოვნას , გაუქმდეს არალიცენზირებული და უკანონო ავტოსადგურები, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. ისინი ითხოვენ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას. ზუგდიდელი მძღოლები რკინიგზის სადგურზე შეიკრიბნენ და გუბერნიასთან მოვიდნენ.. 

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 მძღოლი დააკავეს, ერთი ადმინისტრაციული წესით, 4 – ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს და ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე ( ცემის) და 150 – ე ( იძულების) მუხლებით. საქმე ეხება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებსა და სხვა სადგურების მძღოლებს შორის მოხდა.

Comments
Loading...