- Advertisement -

ზუგდიდიში, თურქული სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები ხელფასების ითხოვენ

დილიდან ხმაურია ზუგდიდში თურქული სუპერმარკეტის ” იალჩინის” წინ. 24 თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს ითხოვს. მათი თქმით, მეპატრონემ გაასხვისა ტერიტორია ისე, რომ მათ ხელფასი არ აუნაზღაურა და არც ის იცოდნენ, რომ სუპერმარკეტი დაიხურა.

თანამშრომლებმა მარკეტიდან პროდუქციის გატანის და შენობის დაცლის უფლება არ მისცეს, თუმცა ხელმძღვანელობა მათ არ შეხვდა. სუპერმარკეტის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა შეხვდა .

ჯანო ჯკადუა ამბობს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ხელფასები უნდა იყოს გაცემული. რაც ამ შემთხვევაში თანამშრომელთა განმარტებით არ მომხდარა. სუპერმარკეტის ქართველმა წარმომადგელმა კი მას უთხრა რომ თანამშრომლებს ყოველ 15 რიცხვს ერიცხებოდათ ხელფასი და დარჩენილ თანხას 15 ოქტომბერს ჩაურიცხავენ.

ჯერჯერობით იალჩინის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. ხელმძღვანელმა კი მედიასთან საუბარი არ ისურვა.

Comments
Loading...